თეა წულუკიანის კომისიამ შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიბაროს.
განცხადება ამის შესახებ თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვისას გააკეთა:
მას რომ მოვიწვევთ, და თუ მოვიწვევთ და იმედია მოვიწვევთ, მობრძანდება, მას ვკითხვათ” – თქვა წულუკიანმა ვაშაძის საპასუხოდ.
“პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არავის მოსვლია ეს იდიოტური აზრი – ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ სხდომაზე.
თეა წულუკიანის კომისიამ აგვისტოს ომის შესწავლა დაიწყო. მიუხედავდა იმისა, რომ ევროპული და ჰააგის სასამართლოების მიერ ეს საქმეები უკვე წლების გამოძიებულია და ვერდიქტებიც ცნობილია, წულუკიანის კომისია კითხვების დასმას თავიდან იწყებს.