გრიგოლ ვაშაძე: პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება

შეხვედრა საბოლოოა. შემდეგ არაფერი აღარ ჩატარდება. ყველაფერი შეთანხმებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა პროპორციულთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული.

„პოლიტიკა, ისევე როგორც დიპლომატია, აღმოჩნდა, რომ არის შესაძლებლობების ხელოვნება, ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულ არჩევნებთან. ხოლო მესამე, მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ოლქებს, ისინი შედგება ისე, როგორც ვენეციის კომისიამ და კონსტიტუციურმა სასამართლომ გასწია ამაზე რეკომენდაცია. პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს, ამის გარანტი არ არის არავინ, ამის გარანტი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. გვარები ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით. ამის გარეშე შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: 120/30 ეს არის მაქსიმუმი იმ კომპრომისისა რისი მიღწევაც შეიძლებოდა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ჩვენ გვყავს კრიმინალები, რომლებსაც კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით და ამ დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს