გრიგოლ ვაშაძე – ოქტომბრამდე ვერ მიხვალთ, რომ მოკვდეთ მაინც

ოქტომბრამდე ვერ მიხვალთ, რომ მოკვდეთ მაინც, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები დასხდებიან პარლამენტის შესასვლელთან და არ იქნება არანაირი წინააღმდეგობა.

ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა: „აგვწიონ და გაგვიტანონ, როგორც მათ საყვარელ პუტინს სჩვევია. რამდენჯერ დაგვარბევენ, იმდენჯერ მოვალთ“.

„ორი ღამე გავათიეთ და ვაიძულეთ ამ მოძალადე ხელისუფლებას, დაგვარბიონ. ეზიზღებით მოქალაქეებს, ფორმებიც კი ეზიზღებათ თქვენი, ბიჭებო. არავითარი ხისთავიანობა, წინააღმდეგობა, აგვწიონ და გაგვიტანონ, რომ ყველამ დაინახოს, რა ბლიადდემოკრტია აგვიშენა ოლიგარქმა. მოვუგეთ უკვე, მოვუგეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების გაფრთხილების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასპეცდანიშნულების რაზმი და ტექნიკა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრა