გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

უგულავა არ გამორიცხავს, რომ გრიგოლ ვაშაძეს სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან პრივატული შეხვედრები ჰქონოდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის სახელით საუბრის მანდატი არ ჰქონია.

„არანაირი მანდატი და, პირდაპირ გეტყვით, არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება, ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, ამას არ გამოვრიცხავ, მას ეს ხშირად აქვს სტატუსიდან და ყოფილი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ოპოზიციის სახელით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რამე მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა.

მე ვსაუბრობ ოპოზიციის სახელით,გიგი უგულავა – გრიგოლ ვაშაძე საერთაშორისო პარტნიორებთან ოპოზიციის სახელით ვერ ისაუბრებდა, ეს არის ტყუილი, რადგან ამის მანდატი არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, საერთოდ ჰქონდეს საუბრობდა თუ არა ის ვინმესთან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა უნდა თქვან, მე ვსაუბრობ ოპოზიციის საერთო სახელით. გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის სახელით არ საუბრობდა და ვერ ისაუბრებდა, რადგან მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს.

ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს, რადგან მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი, ამას არ ეთანხმება ოპოზიციის 100 პროცენტი და მისი პარტიის 99,19 პროენტი. აქედან გამომდინარე, პატივს ვცემ ყველა განსხვავებულ აზრს. მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის რაღაცნაირად, ადამიანურად ნაწყენი. მე მიმაჩნია, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის, ეს პროცესი მიდის საერთო პოზიციური ქოლგის ქვეშ, ბუნებრივია, გადაწყვეტილება შესაბამისი ფორმატით მიიღება. ამიტომ თუ ბატონ გრიგოლს აქვს სურვილი, რომ ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, იქნება, თუ მას ამის სურვილი არ აქვს, არ იქნება და ამიტომ მე ვერ ვხედავ, რომ ერთობას რამე თვალსაზრისით პრობლემა შეექმნა. ვფიქრობ, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა დასხდნენ, გაარკვიონ და ასეც მოხდება. ვფიქრობ, რომ ამ წუთას რაც ჩანს, ჩანს მხოლოდ და მხოლოდ ბატონ გრიგოლ ვაშაძის მარგინალიზაცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, რა გახდა ჩაშლის მიზეზი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა.

banner
წინა სტატიაშიჩაშლილი მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ხმები ცოტა გადაჭარბებულია
შემდეგი სტატიაევროპარლამენტში უკვე გაიგეს, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან სერიოზული – კანდელაკი