გრიგოლ ვაშაძე ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახში მივიდა

გაერთიანებული ოპოზიციის ” ძალა ერთობაშია” საპრეზიდეტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საოკუპციო ხაზთან მდებარე სოფ ხურვალეთში ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახში მივიდა.

ოჯახის წევრების განცხადებით მაია ოთანაშვილი გატაცებულ იქნა არაოკუპირებული ტერიტორიიდან მათი საკარმიდამო ეზოდან.

მათი განცხადებით აქ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული არ არის და ამ ტერიტორიებიდან გატაცება ხშირად ხდება.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით გაერთიანებული ოპოზიცია გამოიყენებს ყველა საშუალებას ჩვენს პრტნიორებთან ამ ფაქტის აქტუალიზაციისათვის. მისი თქმით საქართველოს ხელისუფლება უუნაროა და არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს მოალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად. ქართული ოცნების დათბობის პოლიტოკის შედეგად გაძლიერდა რუსეთის აგრესიული ნაბიჯები.

გრიგოლ ვაშაის აზრით სასწრაფოდ გასაძლიერებელია საპოლიციო ძალები ოკუპაციის ხაზის გასწვრივ.

banner
წინა სტატიაშიიგორ კვესელავა : “ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ იგი ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად ემზადება”
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადებები რუსული პროპაგანდის მორიგი სიცრუეა