გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის

ყველა ცვლილება, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურაში ხორციელდება, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ხდება,-ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განაცხადების კომენტირებისას განაცხადა. გრიგოლ ვაშაძემ ნდობისთვის მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.

„მოხდება თუ არა ჩემი თავმჯდომარედ არჩევა, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩემი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. დანარჩენი კი, დელეგატების გადასაწყვეტია. ერთ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა. მომესმა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და რაღაც მსგავსი სისულელეები. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი, პარტიის ლიდერია და ყველა ცვლილება, რაც ამ პარტიის სტრუქტურაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, რადგან მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ახლა შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა ყველაზე სწრაფად შეიგრძნო “,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს და აღნიშნა, რომ პირადად დაუჭერდა მხარს გრიგოლ ვაშაძეს.

banner
წინა სტატიაში“კლანი“ არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია მოითხოვს, რომ ვანო ზარდიაშვილმა ბოდიში მოიხადოს