გრიგოლ ვაშაძე : მე, არსად არ მივდივარ, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და ასეთი შედეგი რაც 2020 წელს გვექნება, დიდი ხანია არ გვიჩვენებია

admin
ავტ.: admin ივლისი 17, 2020 13:23

გრიგოლ ვაშაძე : მე, არსად არ მივდივარ, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და ასეთი შედეგი რაც 2020 წელს გვექნება, დიდი ხანია არ გვიჩვენებია

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შეუერთდებიან. ვაშაძემ ოპოზიციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ასეთი შედეგი, რაც 2020 წელს ექნება, არასოდეს უჩვენებია.

“მე ვიცი, ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით “ნაციონალურ მოძრაობას” და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი – მე არსად არ მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე, ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

admin
ავტ.: admin ივლისი 17, 2020 13:23

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics