გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაციის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა განცხადება ოპერის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.

„მე ვიწყებ ამ კამპანიას დღეიდან. ერთ წამში შევაგროვებ 200 ათას ხელმოწერას, პირობას გაძლევთ, შევიტანთ და მივაღწევთ იმას, რომ არასოდეს საქართველოში არავინ აღარ გაიფიქროს, ვაზის ქვეყანა გადააქციოს მარიხუანას და ნარკოტიკების ქვეყანად. ამ სატყუარაზე, საქართველოს საზოგადოება, არც ერი და არც ბერი, რომელიც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, არ წამოვეგებით. კატეგორიულად მოვითხოვთ ორ რამეს: პირველი – კანონპროექტი უპირობოდ იქნეს გატანილი პარლამენტიდან. უპირობოდ, შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი ამ თემაზე და დავიწყებას მიეცეს ეს „ინიციატივა,“ რომელიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის და ჩვენი ახალგაზრდობის განადგურებაზე არის გათვლილი. მეორე- აუცილებლად შესატანია კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აკრძალავს საქართველოში კანაფის და ა.შ. ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადებას”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა“
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი გურჯაანში სტიქიის შედეგებს გაეცნო