გრიგოლ ვაშაძე – კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ ტურებივით დაესხნენ თავს საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2020 19:44

გრიგოლ ვაშაძე – კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ ტურებივით დაესხნენ თავს საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ ტურებივით დაესხნენ თავს საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ამაზრზენად გამოავლინა თავისი ბუნება. ტურებივით დაესხნენ თავს დეპუტატ ხაბეიშვილს მისივე კოლეგები პარტია „ქართული ოცნებიდან“ და უმოწყალოდ სცემეს წაქცეულ ადამიანს. შემდეგ უკვე ქუჩურად გააკეთეს განცხადება, რასაც მიჩვეული არიან – თქვეს, რომ ხაბეიშვილმა მიიღო ის, რაც უნდა მიეღო. ჩვენმა მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაჩერება სათავეში აღარ შეიძლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო ლევან ხაბეიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2020 19:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics