გრიგოლ ვაშაძე კახეთში ამომრჩეველს შეხვდება

გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს კახეთის რეგიონში აგრძელებს.

გრიგოლ ვაშაძე და მოძრაობის სხვა ლიდერები პირველ შეხვედრას ახმეტის მოსახლეობასთან გამართავენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები კი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

მოგზაურობის დაწყებამდე გრიგოლ ვაშაძე ისნის მეტროსთან შეკრებილ ტაქსის მძღოლებს გაესაუბრა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სასოფლო-სამეურნეო რაიონია კახეთი, რომელიც ტურიზმის ცენტრად გადაიქცა ძალიან საინტერესოა რას გვეტყვის იქ ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქე, თუმცა ზუსტად ისეთივე სიღარიბე და უიმედობაა, როგორც დანარჩენ საქართველოში“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს კარგად ესმის, რომ “ქართული ოცნების” რესურსი, საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა – ბაქრაძე
შემდეგი სტატიარა იცის მამა გიორგიმ პატრიარქის შესაძლო გადაყენების შესახებ – დეკანოზი მზად არის სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდოს