გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა პატრიარქს ხვდებიან

„ძალა ერთობიაშიას“ წარმომადგენლები – გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა საპატრიარქოში იმყოფებიან.

საპატრიარქოში შესვლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი არ გააკეთა. გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ისინი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდებიან. მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.

„მშვიდობა და მშვიდობიანი არჩევნების მეორე ტური გვინდა“, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ვრცელ კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი მესამედ გაკვეთილის დროს ჩამოიშალა
შემდეგი სტატია“ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს” – წულუკიანი კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას აფასებს