გრიგოლ ვაშაძე გაბუნიას შესაძლო მკვლელობაზე-მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად დეტალურად გასაჯაროვდეს დეტალები

გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეში საერთაშორისო მეგობრების ჩართვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითოხვენ. გრიგოლ ვაშაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად გასაჯაროვდეს დეტალები.

„მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზუსტად დადგინდეს არამარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ ამ დანაშაულის ორგანიზატორი და დამკვეთები. ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება. კატეგორიულად მოვითხოვთ გამოძიებაში ჩართონ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეები შესაბამისი უწყებები“,-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა გაბუნიას შესაძლო მკვლელობას პოლიტიკურ კატასტროფად აფასებს
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება თუ ვერ მოხდა, ყველა პარტიას მოუწევს საკუთარი კანდიდატის დაყენება