გრიგოლ ვაშაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელებს შეხვდა

ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო, გამოვლენილი დარღვევები და პოლიტიკური პარტიების არათანაბარი პირობები იყო მთავარი თემა, რაზეც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან ისაუბრა.

გრიგოლ ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა პარტიების არათანაბარ დაფინანსებაზე, სუს-ის მიერ ოპოზიციის დევნაზე, მარეგულირებელი კომისიის მიმართვაზე ეთერიდან ამოეღოთ ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამა.

„ერთადერთი თხოვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ის იყო, რომ ყველა დარღვევა, რომელიც მოხდება, რომელზეც ჩვენ ეჭვი გვაქვს აუცილებლად იყოს დადასტურებული ფაქტით და საჩივრით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„გირჩი“ „დედა ენის“ ბაღში მარიხუანას გაყიდვას გეგმავს
შემდეგი სტატიამე ამ კუთხით ვიქნები პირველ რიგში, არაპოლიტიკოსი დედა – სალომე ზურაბიშვილი ნარკოტიკებზე საუბრობს