გრიგოლ ვაშაძე – ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ, ისეთი დასკვნები წამოვა

region
ავტ.: region მაისი 19, 2019 17:07

გრიგოლ ვაშაძე – ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ, ისეთი დასკვნები წამოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია შეტევაზეა გადასული, რათა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცეს.

გრიგოლ ვაშაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არჩევნების მიმდინარეობასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა, 2018 წელი გაგახსენოთ, როცა ე.წ. ქართული ოცნების ლეღვის ფოთლები მთელი კამპანია შრიალებდნენ და საქართველოს მოქალაქეებს ვითომდა იმ არეულობით აშინებდნენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს. გაერთიანებულ ოპოზიციას ვერ ამბობენ, რადგან ენაზე მეგრული წიწაკასავით ძალიან მწვავედ აჯდებათ. ჩვენ ჩვენს უფლებებს დავიცავთ, ეს იყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში არსებულ პირებს არ იცნობს.

„არც ერთს ვიცნობ, არც მეორეს, გრიგოლ ვაშაძე ვარ, შტაბში ხართ და რაც ამ ტრიბუნიდან არ არის ნათქვამი, ფაქტობრივად, არ არსებობს. რა ჩანაწერია, ვინ დაამონტაჟა, საიდან მოიპოვეს, ამაზეც ვიკითხოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ზუგდიდში განვითარებულ პროცესებზეც ისაუბრა.

„პრესასთან თხოვნა მაქვს, მიხედეთ, რომ თქვენს კოლეგებს თავს ესხმიან. ჟურნალისტი დაკავებულია, პარლამენტის წევრები გავაგდე გამოსახსნელად. ასეთი სპეცოპერაცია 2018 წელს ჩაატარეს, კიდევ ერთხელ ჩაატარებენ და საქართველო იქ აღმოჩნდება, სადაც არ გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ, რადგან გვეტყვიან, დაივიწყეთ, ყველა შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნები, რადგან არ ხართ დემოკრატია. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არის მთავარი გამყალბებელი არჩევნების, საქართველოს მოქალაქეებს ამ კლოუნების ყურება ყელში ამოუვიდა. ზუგდიდში შვიდი წელი გადაჩიჩქნილ ქუჩებს უნდა ვუყუროთ, მტვერში დავახრჩოთ ბავშვები, ერთი მერი ციხეში ჩასვან, მეორე მერს შარდი დაალევინონ, ისე გააგდონ და მესამე მერი ისე მოხსნან, რომ რომელიღაც კლანს არ ემორჩილება? 2012 წლიდან არც ერთ ინტერვიუში ამ ხელისუფლებაზე კრიტიკული სიტყვა არ მითქვამს, რადგან ქართველი ერის უზარმაზარი მიღწევა იყო ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. ჩვენი რეპუტაცია წყალშია გადაყრილი და ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ, ისეთი დასკვნები წამოვა“, – განაცხადა ვაშაძემ.

region
ავტ.: region მაისი 19, 2019 17:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics