გრიგოლ ვაშაძე: ენმ ისანში გიორგი ვაშაძეს ყველა თავისი რესურსით მხარს დაუჭერს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მისი პარტია გიორგი ვაშაძის კანდიდატურას ისნის მაჟორიტარულ ოლქში “ყველა თავისი რესურსით” დაუჭერს მხარს.

“მუდმივად ისმის შეკითხვა ისნის ოლქზე, მარტივად მინდა ვთქვა – ისანში არის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ესაა ადამიანი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი შტაბის უფროსი იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა თავისი რესურსით მას მხარს დაუჭერს”. – თქვა გრიგოლ ვაშაძემ

როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ “სპეკულაციებზე” რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დახარჯოს.

გიორგი ვაშაძის (ახალი საქართველო) კანდიდატურა ისანში ერთ-ერთია იმ ექვსიდან, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ივნისს წარადგინეს. როგორც ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციონერებმა მოილაპარაკეს, ისინი ერთმანეთს ამ ექვს ოლქში კონკურენტებს არ დაუყენებენ. დანარჩენი ხუთი ოლქი ამგვარად ნაწილდება:

ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

ცნობილია ისიც, რომ ისანში კენჭისყრას აპირებს ოლქის ამჟამინდელი მაჟორიტარი, დავით ჭიჭინაძეც, რომელიც 2016 წელს ქართული ოცნების კანდიდატი იყო, თუმცა ის 2018 წლის ივლისში პარტიიდან გარიცხეს. ამის შემდეგ დავით ჭიჭინაძემ პოლიტიკური ორგანიზაცია ტრიბუნა დააარსა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი
შემდეგი სტატიამორაგბეების ადვოკატი: რაიმე დანაშაულში მონაწილეობას ისინი არ ადასტურებენ