გრიგოლ ვაშაძე: დავამსხვრიეთ მითი, რომ ოპოზიცია სექტაა, რომელიც რაღაც ხმებს ვერ გაცდება

ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეიძლება ჰყავდეს მოკავშირეები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე დაიმსხვრა მითი, რომ ოპოზიცია არის რაღაც სექტა და გარკვეული რაოდენობის ხმებს ვერ გაცდება.

„ჩვენ 2013 წლიდან ბევრი მითი დავამსხვრიეთ. ყოველი საარჩევნო კამპანია იყო უფრო წარმატებული, ვიდრე წინა. დავამსხვრიეთ მითები, ჩვენსს პარტიაზე ვლაპარაკობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეიძლება ჰყავდეს მოკავშირეები. ამაყი ვარ, რომ გვყავს ისეთი მოკავშირეები, ისეთი პარტიები, ვისი ლიდერებიც ამ დარბაზში იმყოფებიან. ამაყი ვარ, რომ ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ყრილობაზე ვიმყოფები როგორც სტუმარი. დავამსხვრიეთ მითი, რომ ოპოზიცია სექტაა, რომელიც რაღაც ხმებს ვერ გაცდება, რადგან, მაპატიეთ უნდა გავიმეორო, ერთკაციანი ვითომ პარტიები არიან მიკედლებული „ნაციონალურ მოძრაობასო“, თუმცა ყველას ვაჩვენეთ, როგორი არის გაერთიანებული ოპოზიცია და რა მძლავრი ძალა ვართ. თითქმის შიშველი ხელებით 900 000-მდე ხმა წავგლიჯეთ ამ ე.წ. ხელისუფლებას და ნახეთ რას ვუზამთ მაგათ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც არ უნდა იყოს ეს არჩევნები“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ახალი საქართველო“ სასტუმრო „ბილტმორში“ რიგგარეშე ყრილობა გამართა.

 

banner
წინა სტატიაშიშრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი – ორთაჭალაში უბედური შემთხვევის მიზეზი რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა გახდა
შემდეგი სტატიასოფელ ატოცში, ღია ცის ქვეშ ეკრანზე რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრას უჩვენებენ