გრიგოლ ვაშაძე -ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში

ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს? ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში, – ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი სამკურნალოდ არის გადასაყვანი.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშო კი არ არის, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კატასტროფულია. ადამიანს აქვს ანორექსია, საჭმელს ვერ ჭამს. ორჯერ აერია გული, ვიდრე იქ ვიყავი. წყლის გარდა ვერაფერს იღებს. აქვს ანემია. რომ შეხედავთ ვერ იცნობთ. ისე არის გამხდარი და გადაგრეხილი აქვს ფეხზე კუნთები. მაინდამაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს? ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი. ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ. ამისთანა იდიოტიზმი შეიძლება 30 წელი გრძელდებოდეს ამ ქვეყანაში? ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ ისწავლოს და შემდეგ ეკითხებოდნენ ერთმანეთს, გვეშველება რამეო? არაფერი არ გვეშველება არასდროს“, – განაცხადა ვაშაძემ.

წინა სტატიაში„მოქალაქეებს უნდა უთხრან, რა საკანონდმებლო აქტები მიიღეს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად- გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ძმებს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ