გრიგოლ ვაშაძე 43%, სალომე ზურაბიშვილი 57% – ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს. განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 1181 უბნის წინასწარი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

„1181 საარჩევნო უბანზე, რომელიც გახლავთ უბნების 32%, ამ უბნების მიხედვით წინასწარი შედეგი ასეთია:
#5 – გრიგოლ ვაშაძე – 195 ათას 305 ხმა, ეს გახლავთ 43%;

#48- სალომე ზურაბიშვილი მიღებული აქვს 262 ათას 826 ხმა, 57%,“- განაცხადა თამარ ჟვანიამ .

მისი თქმით, აღნიშნული შედეგები შეიცვლება, რადგან უბნების მხოლოდ 32% დათვლილი.

banner
წინა სტატიაშისროლა კახეთში – ლაგოდეხში “ნაციონალურ მოძრაობის” ოფისთან ცეცხლი გახსნეს
შემდეგი სტატიასროლა ლაგოდეხში