გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი – ამის შესახებ პროკურატურიდან გამოსულმა რობერტ გრიგალაშვილმა მედიასთან განაცხადა.
ეს ნიშნავს, რომ ადვოკატი საქმის დეტალებზე ვეღარ ისაუბრებს.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე სუს-ის ექს-შეფის სასაამრთლო პროცესები დაიხურებდა სხდომაზე არავის, მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს დაასწრებენ.
სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.


















