გრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე ჩატარებული გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა, თავად ვერაფერს იტყვის და ინფორმაციას მედია პრესსამსახურისგან მიიღებს.

„ვერაფერს ვერ გეტყვით, პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურის მხრიდან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ კეთდება განმარტებები და უკავშირდება თუ არა გუშინდელი ოპერაცია რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს, ლილუაშვილმა აღნიშნა: „არ შეიძლება, ჯერჯერობით ვერ გეტყვით“.

banner
წინა სტატიაშივარკეთილის ბაზრობის ყოფილი მეწილის წარმომადგენლის განცხადებით, არსებობს ვერსია, რომ ბაზრობის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ოთხ თვეში, როცა მსოფლიო გამოწვევის წინაშე დადგა