სუსი-ს ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული. ერთ დროს ქვეყანაში გავლებით ლამის პირველი კაცი, ახლა სავარაუდოდ სამარტოო საკანშიაა მოთავსებული.
გრიგოლ ლილუაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
სასამართლო პროცესის დაწყებიდან ცოტა ხანში, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა დახურა. სასამართლო პროცესს არ დასწრებია სუსის ექს-შეფი. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სხდომაზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.
სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას – წერს წერილში სუს-ის ყოფილი შეფი, რომელიც სხდომაზე მისმა ადვოკატმა წაიკითხა.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.


















