გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მხარეებმა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და მისი გავლენა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა, მარკ კლეიტონს ელჩად დანიშნვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია და ვერ გრძნობს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა : ვითხოვთ პასუხს, როდის ჩაეშვება ჩვენი კლიპი ეთერში