სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია,რომ მის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აშშ არ დაასანქცირებს.
კითხვაზე, რატომ, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ”.
„მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება [დასანქცირებული] დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ,” – ამბობს ბატიაშვილი.