გრიგოლ კაცია: პატრიარქი პეტრეს ელოდება

“უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხელგაშლილი ელოდება მეუფე პეტრეს”-ამის შესახებ  ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

ყველაში ვიგულისხმე ყველა და მათ შორის ჟურნალისტები და მეუფე პეტრე. ყველა სინოდის წევრს გაუხარდება და პირველ რიგში მე. პატრიარქი ხელგაშლილი ელოდება მეუფე პეტრეს, მე სულ მეუბნებოდა მოვიდეს მეუფე პეტრე. ეს არის ვაჟკაცობა ,როცა ადამიანი ითხოვს შენდობას. ვიცი პატრიარქის განწყობა და იგი ელოდება”,– განაცხადა გრიგოლ კაციამ.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდმა გასული წლის 31 ოქტომბერს გადააყენა,მან ჭყონდიდის ეპარქია 4 ნოემბერს დატოვა.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“-ამ განცხადებით დატოვა  გასულ წელს მეუფე პეტრემ საპატრიარქო.

სინოდის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ცნობილი ქართველი ოტოლარინგოლოგი დავით სუხიაშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი მამალაძის შესახებ გრიგოლ კაცია მორიგ განცხადებას აკეთებს