გრიგოლ კაცია ანდრია სარიას გათავისუფლებაზე “თაიმერთან” პირველ კომენტარს აკეთებს(+ვიდეო)

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიას ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ ,”თაიმერთან” პირველ კომენტარს აკეთებს. მარტვილში “თაიმერის” კორესპონდენტმა ეპისკოპოს გრიგოლ კაციას, მამა ანდრია სარიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ,კითხვა დაუსვა, რაზეც მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ მამა ანდრია სარიამ, გადაწყვეტილება ეპარქიიდან წასვლის თაობაზე თავად მიიღო.

“როცა ჩამოვედი, მამა ანდრია იყო კომისიის წევრი. ვთხოვე მამა ანდრიას,რომ დარჩენილიყო. მეუფე პეტრეს ვკითხე, დარჩეს ეპარქიაში, მეუფე პეტრემ მითხრა უარი, ევროპაში სწავლა უნდა გააგრძელოსო.

მაშინ ვკითხე მეუფე პეტრეს, კიდევ ვინ ტოვებდა ეპარქიას-მან მიპასუხა ,რომ ტოვებს იღუმენია თამარი ,დედები და მამა ანდრია.”-აცხადებს “თაიმერთან” მეუფე გრიგოლი.

შეგახსენებთ,  მღვდელმონაზონი ანდრია სარიას ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მიიღო. გრიგოლ კაცია მას დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავება. საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადაეცა.

მღვდელი ანდრია სარია აცხადებდა, რომ მისი ეთიკის საბჭოზე დაბარება უკანონოა, რადგან მისივე თქმით, საბჭოს უფლებამოსილება ჭყონდიდის ეპარქიაზე არ ვრცელდება, რომელსაც თავად წარმოადგენს. ეთიკის საბჭოს მხოლოდ იმ სასულიერო პირების ქმედებათა შეფასების უფლებამოსილება აქვს, რომლებიც მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მსახურობენ. მამა ანდრია ამბობს, რომ საპატრიაქრომ მოგვიანებით შეცვალა ეს გადაწყვეტილება და იგი უკვე არა ეთიკის საბჭოში, არამედ უბრალოდ მღვდელმთავრებთან სასაუბროდ დაიბარეს

https://www.youtube.com/watch?v=fZDLmGW1LHM&feature=youtu.be&fbclid=IwAR3whl368TpcKU7wIA3m-4Pk7y9JSuXRSC9ccBfk1Jr-8TRdYKve5UBHz8s

ავტორები: აკო ქიქავა; გვანცა სანაია

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება
შემდეგი სტატია“მეუფე გრიგოლი იტყუება”-ანდრია სარია გრიგოლ კაციას პასუხობს