6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: “ქოცებმა“ გახადეს შესაძლებელი, რომ თითს გვიქნევს თეირანი და მოსკოვი საპატრიარქოს შიდა საქმეებზე აკეთებს კომენტარს

პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ “ქოცებმა“ გახადეს შესაძლებელი, რომ ჩვენს სუვერენულობას, ისტორიასა და ეროვნულ ღირსებას ელჩები პატივს არ სცემდნენ – თითს გვიქნევს თეირანი და მოსკოვი საპატრიარქოს შიდა საქმეებზე აკეთებს კომენტარს.

გრიგოლიას თქმით, ეს არის “ქოცური“ ანტიქართული პოლიტიკის მკაფიო შედეგი და ყველაზე ნათელი გამოხატულება.

“საქართველოში ირანის ელჩის ქმედებებში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ერთ მკაფიო რამეს ვხედავთ – “ქოცების“ რეჟიმმა შესაძლებელი გახადა, რომ ერთი მხრივ, თითს გვიქნევს თეირანი, მეორე მხრივ, მოსკოვი საპატრიარქოს შიდა საქმეებზე აკეთებდეს კომენტარს, მესამე მხრივ, ვისმენთ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის საფარქვეშ პოტენციურად ჯაშუშები მუშაობენ, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით კითხვებს არ სვამს.

ეს არის საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, რომ “ქოცური“ რეჟიმის პირობებში სამწუხაროდ, ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს მივაღწიეთ. სწორედ “ქოცებმა“ გახადეს შესაძლებელი, რომ ჩვენს სუვერენულობას, ჩვენს ისტორიას და ეროვნულ ღირსებას ელჩები პატივს არ სცემდნენ და ქართველ ხალხთან თითის ქნევით საუბარს ბედავდნენ. აი, ეს არის “ქოცური“, ანტიქართული პოლიტიკის ყველაზე პირდაპირი, ძალიან მკაფიო შედეგი და ყველაზე ნათელი გამოხატულება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია კობახიძე-რუბიოს საუბარზე – ეს ზარი კარგის ნიშანია
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა