სერბეთში მიმდინარე მოვლენებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ავტოკრატიის წინააღმდეგ ხალხის ნების გამარჯვება.
„სერბეთის გამარჯვება არის ერისა და დემოკრატიის გამარჯვება ავტოკრატიის წინააღმდეგ და მაგალითი იმისა, რომ ხალხის ნებას ვერ აღუდგება ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა… ვუჩიჩი დაამარცხა არა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, არამედ გაერთიანებულმა ერმა“, — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისი თქმით, სერბეთის დემოკრატიული ტრიუმფი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებას, კორუფციის დაძლევასა და კანონის უზენაესობის დამყარებას ნიშნავს.
ინფორმაციისთვის, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში აღიარა, რომ „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო და მმართველობის სადავეები „სტუდენტურ სიას“ გადაჰყვება.
წინასწარი შედეგებით, 250-ადგილიან პარლამენტში სტუდენტებმა 135-140-მდე მანდატი მოიპოვეს, ხოლო მმართველმა პარტიამ — 105 ადგილი. შედეგების გამოცხადების შემდეგ ბელგრადის ქუჩები საზეიმო შეკრებებმა მოიცვა.















