5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო რთულდება აშშ-ს ვიზის მიღება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი  გრიგოლ გეგელია ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული ვიზისთვის 15 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოუწევთ.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო რთულდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღება. ეს ერთი მხრივ, ცხადია, გამოწვეულია მიგრაციული დინამიკით და იმ ნეგატიური პრაქტიკით, რაც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ვიზის ხანგრძლივობის შემდეგაც რჩებიან ამა თუ იმ სახელმწიფოში, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დიპლომატიური და პოლიტიკური მიზეზებითაც არის განპირობებული და ამაში, რა თქმა უნდა, ბრალეულობა მიუძღვის „ქართული ოცნების“ რეჟიმს. ამის დასტური არის ის, რომ საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო ამ რეგიონიდან, რომელიც მოხვდა ამ სამწუხარო სიაში და იქ არ არის თუნდაც სომხეთი ან აზერბაიჯანი, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიპლომატიურ მიზეზებს აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის, ამ მიმართულებითაც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ რეჟიმის დემოკრატიულად ჩანაცვლება ისეთი ტიპის რეჟიმით, რომელიც იქნება, პირიქით, სტრატეგიულ პარტნიორობაში აშშ-თან და დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოსთან. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო ამერიკასთან ურთიერთობები, არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ დღეს საქართველო მოხვდა ამ ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო სიაში“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველო დაამატა ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის, მათ შორის ტურისტული ვიზისთვის 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდა მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე პატრიარქზე: ძალიან დიდი დანაკარგია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ კარგად