21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: რეჟიმი ფაფხურობს და აშშ-თან დალაგებას ცდილობს, მაგრამ მეორე ხელით ყველა იმ უბედურებას სჩადის

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა, – ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, „რეჟიმი ფაფხურობს და აშშ-თან დალაგებას ცდილობს, მაგრამ მეორე ხელით ყველა იმ უბედურებას სჩადის, რასაც ნორმალური ხელისუფლება არ უნდა ჩადიოდეს“.

„ეს არის პოლიტიკური შიზოფრენიის, არათანმიმდევრულობის და ძალიან დიდი გაურკვევლობის გამოხატულება, რაც თხემით ტერფამდე ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს ახასიათებს“, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჩხაიძე: ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმების რეკომენდაციით, დანიშნული არის ლაბორატორიული კვლევები, რომლის შედეგები დღის განმავლობაში იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი უძილაურის ადვოკატი: მისი პოზიცია უცვლელია, თავს დამნაშავედ არ ცნობს