13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: “ქოცების” ადგილას ჩავალაგებდი ბარგი-ბარხანას და მოვემზადებოდი პოლიტიკური “ეგზითისთვის”

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციას და მესამე სექტორს „ვაიმარის სახელმწიფოების“ საგარეო სამინისტროების ევროპის დირექტორებთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ.

“ჩვენ მიმივიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ახლა დგას, როგორც გამოწვევა ჩვენი დემოკრატიის წინაშე. მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ – არავითარი დალაგება ქოცურ ფასად  არ იქნება. თუკი “ქართული ოცნების” სურს რაიმე ტიპის ნორმალიზება – იქნება ეს ევროპულ კავშირთან თუ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ მოუწევთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და  ურთიერთგანადგურებაზე მომართული პოლიტიკის შეწყვეტა. თუ რეალური ნაბიჯები მათგან არ იქნება გადადგმული, არც არანაირი სტაბილიზაცია აქ იქნება, ამიტომ ქოცური ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის სტაბილიზაცია მოხდეს, რომ რაიმე ნაბიჯები არ იქნას გადადგმული, არის კრახსითვსი განწირული. ქოცებს ასევე მინდა ვუთხრა, შეხედონ კარგად უნგრეთის მაგალითს, შეხედონ,  რა დაემართათ მათ სულიერ მამას და მამამთავარს. ასე რომ მათ ადგილას ჩავალაგებდი ბარგი- ბარხანას და გავემზადებოდი პოლიტიკური ეგზითისთის ( გასვლისთვის)”, – აცახდებს გრიგოლ გეგელია. 

banner
წინა სტატიაშილევან მახაშვილი: “ვაიმარის სამკუთხედის” დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ და ევროკავშირის მხარეებს აღელვებთ
შემდეგი სტატიაჩერგოლეიშვილი: კომიკურია, როდესაც გახარიას და ლელოს წარმომადგენლები უნგრულ მაგალითს გვიფრიალებენ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში კრახის გასამართლებლად