15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: ქართული საგარეო პოლიტიკა საერთოდ დააბლაგვეს “ქოცებმა”

“ჩვენ ვხედავთ ქართული საგარეო-პოლიტიკური დინამიკის სრულიად თავზარდამცემ და ტრაგიკულ შემოტრიალებას რეგიონში – მაშინ, როცა სომხეთმა ამერიკასთან და ევროპულ კავშირთან დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა, 9 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი, რითაც სომხეთის თავდაცვისუნარიანობა გაზარდა, ამხელა სტრატეგიული ძვრების ფონზე, “იგლ ჰილსის” პროექტის “პრარაბად” გადაქცეული კობახიძე გვამცნობდა, რომ 257 ბინა გაყიდა. ქართული საგარეო პოლიტიკა საერთოდ დააბლაგვეს “ქოცებმა”,_  განაცხადა “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ გადაცემაში “ახალი ფორმულა”.
banner
წინა სტატიაშიესმაილ ბაღაი: ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ახლა ვამზადებთ მესამე საჩივარს, რომელიც ისევ “ბიბისიში” შებრუნდება