9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ ჰქონდა შანსი, სწორი ნაბიჯები გადაედგა

რეჟიმს ბევრჯერ ჰქონდა არჩევანი, რომ სწორად მოქცეულიყო, მაგრამ არჩია არსებითად მეტი ანტაგონიზმი და ახლა შედეგებს მიიღებს – დაისჯება ძალიან მკაცრად- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ სხდომას გამოეხმაურა, რომელზედაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ ჰქონდა შანსი, სწორი ნაბიჯები გადაედგა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები გადაეტვირთა, თუმცა დაპირისპირება არჩია, რომლის შედეგებსაც მმართველი პარტია გამოცდის, თუმცა შედეგად დაზიანდება ასევე, ქვეყანაც.

„ვფიქრობ, ის სულის კვეთება, რაც ევროპულ პარლამენტს გააჩნია ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ევროპულმა კავშირმა საბოლოო სიტყვა თქვა. ამ რეჟიმს ძალიან ბევრჯერ არჩევანი ჰქონდა, რომ სწორად მოქცეულიყო, მიეყოთ ხელი გადატვირთვის პოლიტიკისთვის, შეეცვალათ დრაკონული კანონმდებლობა, გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები, მაგრამ ამ რეჟიმმა არჩია არსებითად მეტი ანტაგონიზმი, მეტი დაპირისპირება, მეტი შეხლა-შემოხლა, და ახლა მიიღებს ამ ქმედებების შედეგებს, არა მხოლოდ ეს რეჟიმი, არამედ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც. ეს რეჟიმი დაისჯება ძალიან მკაცრად, რადგანაც ევროპულმა კავშირმა თქვა საბოლოო სიტყვა“,
– განაცხადა გრიგოლ გეგელიამ „ტვ პირველთან“.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი: როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება მისი წარმატების საწინდარი
შემდეგი სტატიაპატრიარქის მიმართვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს: ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული