„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფ „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბების ფაქტს ეხმაურება.
გეგელიას შეფასებით, ფარცხალაძის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კრემლის აგენტი აღმოჩნდა.
„ოთარ ფარცხალაძის ამბავი, რა თქმა უნდა, ადასტურებს იმას, რასაც ყველანი ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ ეს რეჟიმი არის რუსული. დიახაც, მისი ხერხემალი, მისი ერთ-ერთი მთავარი კადრი აღმოჩნდა კრემლის აგენტი, რაც ჩვენთვის ყოველთვის კარგად იყო ცნობილი.
დიახაც, ეს რეჟიმი არის აბსოლუტურად თხემით ტერფამდე გადაბმული რუსეთის ეროვნულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და თავისი არსით არის მოღალატეობრივი რეჟიმი“, — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.








