გრიგოლ გეგელია – ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარეობს კონსულტაციები კოალიციურ მთავრობაზე

ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარეობს კონსულტაციები კოალიციურ მთავრობაზე, კვლავ განიხილება, რამდენ ადგილს სთავაზობენ „ლელოს“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ.

გეგელიას თქმით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რამდენად ეფექტიანია კოალიციური მმართველობა, ძალაუფლების განაწილება.

„ნიკა მელიას ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთობა, გვჭირდება ნიჭის, უნარისა და შემართების გაერთიანება იმისათვის, რომ დავასრულეთ „ქართული ოცნება“ ყველა იმ წერტილში, სადაც კვლავ მიმდინარეობს ბრძოლა. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია, შევძლოთ და ქართულ საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუ რატომ და რამდენად ეფექტიანია კოალიციური მმართველობა, ძალაუფლების განაწილება. საქართველოს საზოგადოება ემხრობა კოალიციურ მმართველობას და ახლა არის ეს ისტორიული შანსი.

ოპოზიციურ სპექტრში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები, მიმდინარეობს კარგად, არის ურთიერთგაგება. რამდენ ადგილს სთავაზობენ „ლელოს“, ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც კვლავ განიხილება. ეს არ არის არავისთვის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტი, რაც არის ის, რომ მარშალის გეგმა თბილისის შემთხვევაში და საზოგადოდ, ეროვნული გეგმა რაც შეიძლება, აქტიურად განხორციელდეს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, თანამდებობაზე და პრივილეგიებზე ვიზრუნოთ, ვიდარდოთ. ეს არ არის „ლელოების“ ინტერესი. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება დროულად და ეფექტიანად შევძლოთ ჩვენი პროგრამის განხორციელება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში სამსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოიშალა
შემდეგი სტატიაისნის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს