12.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: ნატო-საქართველოს უკვე შეზღუდული ორმხრივი ურთიერთობა დამატებითი შეზღუდვის საგანი ხდება

საქართველოსა და ნატო-ს ისედაც შეზღუდული ურთიერთობები, დამატებითი შეზღუდვის საგანი ხდება,_ ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

ჯერ კიდევ 3 წლის წინ ნატო-ს სამოკავშირეო ოფისიდან ვისმენდით, რომ საქართველო არ ასრულებდა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც აუცილებელია ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. ახლა ვისმენთ, რომ ის ურთიერთობაც კი, უკვე შეზღუდული ორმხრივი ურთიერთობა, კიდევ დამატებითი შეზღუდვის საგანი ხდება იმ პოლიტიკური ვითარების გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი 2024 წლის არჩევნების შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს დეესკალაციის მნიშვნელობას, რასაც სჭირდება რეჟიმის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, შემდეგ უკვე ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიალოგის დაწყება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეროვნულ მიზანს და ამოცანას დიდი საფრთხე აქვს შექმნილი. არც ერთი კონსტიტუციური მიზანი და ამოცანა აღარ ხორციელდება, რადგან რეჟიმი მთლიანად არის გასული თავისი ქმედებებით, ასევე პოლიტიკის შინაარსით კონსტიტუციის ჩარჩოდან. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ისეთი ტიპის პოლიტიკური პროცესის შექმნა, რაც შესაძლებლობას გახდის პოლიტიკის დაბრუნებას კონსტიტუციურ ჩარჩოში და სიტუაციის დეესკალაციას. ეს სიტუაცია ყველა მხარეს აზარალებს“, – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიარცერთ განცხადებაში არ ვთვლიდი თავს ორგანიზატორად – რომ მცოდნოდა, თხოვნის მიუხედავად, არ მივიდოდი – პაატა მანჯგალაძე
შემდეგი სტატიატრამპი: მიუხედავად თეირანის მცდელობისა, შეთანხმების მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას