გრიგოლ გეგელია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების სრულიად კეთილი ზრახვებითა და ქართული დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებით მოწოდებული რეკომენდაციები

ეუთო/ოდირის დასკვნა გვეუბნება, სად და როგორ უნდა რეფორმიდეს ქართული დემოკრატიული სისტემა ისე, რომ იგივე ტიპის ე.წ. არჩევნები აღარ მივიღოთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გრიგოლ გეგელია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების სრულიად კეთილი ზრახვებითა და ქართული დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებით მოწოდებული რეკომენდაციები.

„ეუთო/ოდირის დღევანდელი დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვაგონდება ის სამწუხარო გარემოება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ჯერზე, როდესაც მას ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა, გაეთვალისწინებინა ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, ეს არ გააკეთა. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, შეასრულოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრულიად კეთილი ზრახვებით და ქართული დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებით მოწოდებული რეკომენდაციები. არსებობს არა მარტო ხარვეზები, არამედ ფუნდამენტური მიტაცება როგორც არჩევნების, ასევე სახელმწიფოსი. ხელთ გვაქვს ძალიან მკაფიო მაგალითები, როგორ და რატომ გაყალბდა არჩევნები. მინდა, ყველას შევახსენო მასშტაბური დისპროპორცია ოქმებში, ცარიელი კონვერტები.

მთელ რიგ დარღვევებსა და გადაცდომებზე საუბრობს ფაქტობრივად ყველა ავტორიტეტული დასკვნა, რომელიც ოდესმე შემოგვთავაზა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა ან ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შესაბამისად, ფაქტი, რომ ამ არჩევნებზე იყო ძალიან სერიოზული და მწვავე დარღვევები, ეს არის უტყუარი. აქ საუბარია გაყალბების მასშტაბებზე, რომელიც სამწუხაროდ, შეიძლება ყოველთვის არ არის ჯეროვნად ასახული ჩვენი სხვადასხვა პარტნიორის დასკვნებში. ნაწილობრივად იმ მიზეზის გამოც, რომ წელს კოვიდპანდემიის გამო, დაკვირვება იყო ძალიან შეზღუდული მასშტაბის და პირიქით, მადლიერები უნდა ვიყოთ საერთოდ, რომ შეძლეს ამ ინსტიტუტებმა დაკვირვების წარმოება ძალიან მძიმე დროს. ამან მოგვცა შედეგად ის, რომ წლევანდელ არჩევნებზე მნიშვნელოვნად უფრო დაბალი დასწრება იყო დამკვრივებლებისა, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ბუნებრივია, ყველა გადაცდომა არ არის ასახული. ამ დასკვნის უმთავრესი მახასიათებელი დღეს არის ის, რომ მოგვიწოდებს პოზიტიური ცვლილებისკენ. ეს დასკვნა ნათლად გვეუბნება, სად და როგორ უნდა რეფორმიდეს ქართული დემოკრატიული სისტემა ისე, რომ იგივე ტიპის ე.წ. არჩევნები აღარ მივიღოთ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტში” უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი იმართება
შემდეგი სტატიაგეგელია: ლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა