17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

გრიგოლ გეგელია IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

კობახიძის ნახელავის ელფერი აქვს, ჩვენ ვიცით ჩვენი რეიტინგიც და წონაც – სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: ქვეყანაში “ქოცები” არიან უმცირესობაში, თუმცა მაინც ბევრი “ქოცია”, რაც ტრაგიკულია , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს“ 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო“ კი საერთოდ არ იზომება“.

გეგელიამ აღნიშნული კვლევა ეჭვქვეშ დააყენა IRI-ის რეიტინგებს კულუარული და ბუნდოვანი უწოდა.

„ეს [კვლევა] ცოტათი კობახიძის ნახელავს ჰგავს, ეგეთი ელფერი აქვს. ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება რეიტინგებს, ჩვენ ვიცით ჩვენი რეიტინგიც, ჩვენი წონაც. ყოველდღე ვგრძნობ ამ რეიტინგსაც, წონასაც და იმას, თუ რა ადარდებს ჩემს ხალხს, როდესაც უამრავ ადამიანს ველაპარაკები.

კვლევები არ მჭირდება იმისთვის, რომ პულსი ვიგრძნო, მითუმეტეს, ცოტათი სასაცილო ნუმერაციაა, აქ რასაც ვკითხულობ. ამაზე არ ვკონცენტრირდები. ყველაზე მთავარი საზომი არის არჩევნები. განსხვავებით ბევრისგან, ჩემი პარტია წინა წელსაც გაიზომა და უდიდესი დარტყმის ქვეშაც კი 100 ათასი ხმა ჰქონდა ძალიან მყარად.

თუმცა, ძალიან საინტერესო იქნება ოფიციალური კვლევის ხილვა, თუ მართლა IRI-იმ ჩაატარა იმიტომ, რომ IRI-ის ჩაეტარებინა, ასე კულუარებში დარჩენილიყო და ამდენი ბუნდოვანება ყოფილიყო, ასეთი რამ არ მახსოვს.

“ქოცები” არიან უმცირესობაში, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუმცა ქვეყანაში მაინც ბევრი “ქოცია”, იმაზე, მეტი, ვიდრე უნდა იყოს ამ ისტორიულ მომენტში და ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია, მაგრამ დემოკრატია ასეთია, ვერაფერს ვიზამთ”, – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაზიანების ბრალდებით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შემდეგი სტატიათამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, აცხადებს, რომ მთავრობა მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ წამებას ახორციელებს