12.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია კარგად არის ინფორმირებული ყველა გამოწვევასთან დაკავშირებით

 „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველა გამოწვევასთან და დეტალთან დაკავშირებით.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან, რომელიც მაღალი კალიბრის დელეგაციაა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა.

დელეგაცია ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველა გამოწვევასთან და დეტალთან დაკავშირებით. ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებული პარტიებთან კონსულტაციებამდეც. ახლა კიდევ უფრო კარგად არიან ინფორმირებული ყველა კრიტიკული მიმართულების თაობაზე.

მზად ვართ, ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვითანამშრომლოთ. ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას, ახალ არჩევნებს, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ქართული ადეკვატური სტაბილური პოლიტიკური სისტემის მიღწევას, რაც ყველა ქართველის ინტერესების სამსახურში იქნება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაში“კანონით გამორიცხულია უნივერსიტეტის დახურვა, შეუძლიათ დაიჭირონ იარაღი და მომკლან ქუჩაში”- გიული ალასანია
შემდეგი სტატიაირანმა ისრაელს, კატარს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაარტყა