13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: ეს არის უსუსურების და კაპიტულაციის კურსი “ქოცურ”-რუსულ ფერებში

“საქართველოს მმართველ რეჟიმს არც უსაფრთხოების საბჭო მოუწვევია, არც ირანის ელჩი ყოფილა მიწვეული საგარეო საქმეთა სამინისტროში – რეჟიმის კურსს არაფერი საერთო არ გააჩნია არც მშვიდობასთან, არც პრაგმატიზმთან, არც ეროვნულობასთან, ეს არის უსუსურების და კაპიტულაციის კურსი „ქოცურ“-რუსულ ფერებში”, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონის დინამიკა არის ძალიან მყიფე და სწრაფად ცვალებადი, ვხედავთ, რომ საქართველოს მმართველ რეჟიმს არც უსაფრთხოების საბჭო მოუწვევია, არც რაიმე ტიპის კონტინენტურობის გეგმები აქვს შემუშავებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სცენარის განვითარებას შეიძლება ელოდოს მოსახლეობა და რა ტიპის შედეგს მოიტანს ეს ქვეყანაში. არაფერზე მსჯელობა არ გამართულა, არც ირანის ელჩი ყოფილა მიწვეული საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მოსასმენად, თუნდაც ბაქო-ჯეიჰანის მილსადენთან დაკავშირებით. რომლის თაობაზეც უკვე 2 დღეა ვრცელდება ცნობები, რომ შეიძლება ირანის სამიზნე გახდეს. ქართული სახელმწიფო არსად ჩანს მაშინ, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს ფუნდამენტური კრიტიკული მნიშვნელობის მოვლენები თავისი სამხედრო ფიზიკური გამოხატულებით. ეს აჩვენებს იმას, რომ ამჟამინდელი რეჟიმის კურსს არაფერი საერთო არ გააჩნია არც მშვიდობასთან, არც პრაგმატიზმთან, არც ეროვნულობასთან. ეს არის უსუსურების და კაპიტულაციის კურსი „ქოცურ“-რუსულ ფერებში.

„ქართული ოცნების“ სტრატეგიას რეალურად, საერთო არაფერი გააჩნია არც სამშვიდობო პოლიტიკასთან, არც ეროვნულ მიზნებთან, არც პრაგმატიზმთან. ეს არის სილაში თავის ჩარგვის პოლიტიკა. ცდილობს საკითხების არშემჩნევით გავიდეს ფონს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის რეგიონი, საკითხების არშემჩნევა და სილაში თავის ჩარგვა, მხოლოდ ეროვნულ სისუსტეს და უსუსურობას ნიშნავს,“ – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიკაია კალასი: ირანი ომის ექსპორტს ახდენს, რათა ქაოსი დათესოს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ