10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: ეს არის “ქოცური” რეჟიმის კიდევ ერთი კრახი

“ძლიერი საქართველო-ლელოს” საგარეო საქმეთა მდივანი გრიგოლ გეგელია ეხმაურება ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური,  სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

“ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა უვიზო რეჟიმი “ქოცური” რეჟიმის წარმომადგენლებისთვის. უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ჩამოერთვა ყველა პირს, რომელიც დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტით სარგებლობს.

პარალელურად, ევროკავშირმა “ქოცებისთვის” კიდევ ერთი აკრძალვა დააწესა – ისინი ვერ შეძლებენ ჩვეულებრივი პასპორტით გადაადგილებას საქმიან ვიზიტებზე ჩასასვლელად, როგორც კობახიძე და რეჟიმის სხვა წარმომადგენლები იმუქრებოდნენ.

ჩვენ ვიცით, რომ “ქოცური” დელეგაცია ახლო მომავალში გეგმავდა ევროპარლამენტში ვიზიტს. როგორც ჩანს, ახლა “ქოცებს” ამ ვიზიტის განხორციელება ვიზის რიგში მოუწევთ.

მათივე ქმედებების გამოა, რომ რეჟიმი, რომელიც ერთ დროს კანდიდატ სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა ახლა უკვე იმასაც ვერ ახერხებს, რომ უვიზოდ ჩავიდეს საქმიან ვიზიტზე. ეს არის “ქოცური” რეჟიმის კიდევ ერთი კრახი”,_ აცხადებს გრიგოლ გეგელია.

banner
წინა სტატიაშინაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
შემდეგი სტატიათბილისის მერია – ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება