4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: დირექტივებს კობახიძე იღებს ზახაროვასგან- 4 ოქტომბერი კი პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მწვერვალი იყო

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საგარეო დირექტივებით არა ოპოზიცია, არამედ „ქართული ოცნება“ მოქმედებს.

„უცხოეთიდან წამოსული დირექტივები სჭირდება „ქართული ოცნების“ რეჟიმს, კერძოდ ზატულინის და ზახაროვას ქება და მათი „მესიჯბოქსის” გატარება… დირექტივები და უცხოეთიდან შემოსული ზარები კობახიძემ მოიკითხოს, ვინც ზახაროვას დირექტივებს რეგულარულად იღებს“, — აღნიშნა გეგელიამ.

„ლელოს“ წარმომადგენელმა 4 ოქტომბრის მოვლენებიც შეაფასა და მას „ფატალური შეცდომა“ უწოდა. მისი თქმით, სწორი ტაქტიკა არჩევნების გზით ქალაქების გამოგლეჯა იყო, თუმცა საპროცესო შეთანხმებებზე პატიმრების გადაწყვეტილებას ეთიკურ ჭრილში მიესალმება:

„4 ოქტომბერი იყო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მწვერვალი… რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების ნაწილს, ეს თითოეული ადამიანის პერსონალური არჩევანია. არ მგონია ეთიკურად გამართლებული, პატიმარს ვინმემ უკარნახოს, როგორ მოიქცეს, როცა საქმე მის თავისუფლებას ეხება“.

banner
წინა სტატიაში“მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”-“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
შემდეგი სტატიარასა იუკნევიჩიენე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება