გრიგოლ გეგელია დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება

ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით “ოცნებას” სურს საბოლოოდ გაანადგუროს საქართველოს სტრატეგიული ბმა დასავლური უსაფრთხოების სისტემასთან.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი უდიდეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, გამოიწვევს სუს-ის ძალაუფლების შემდგომ ზრდას და ძალაუფლების ჭარბ მონოპოლიზებას ერთ ინსტიტუტში, რაც მისივე თქმით არის ავტოკრატიული სახელმწიფოების ხელწერა.

ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომლის თანახმად ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება აპირებს საქართველოს დაზვერვის სამსახური დაუქვემდებაროს საქართველოს სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ეს არის :

1. ღია და პირდაპირი თავდასხმა დამოუკიდებელ ეროვნულ ინსტიტუტზე, რომელშიც მრავლადაა წარმოდგენილი ის ხალხი, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთი და პრო-რუსული პოლიტიკა.
2. ამ ადამიანებს აქვთ დასავლურ სააგენტოებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება, რაც მიუღებელია რუსეთისთვის და შესაბამისად მიუღებელია რუსეთის მსახური არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის.
ამიტომ, ახლა თვითმარქვია ხელისუფლება აპირებს, ეს უწყება დაუქვემდებაროს რუსეთის დაზვერვის ქართულ ფილიალს, სუს-ს და ამით საბოლოოდ გაანადგუროს საქართველოს სტრატეგიული ბმა დასავლური უსაფრთხოების სისტემასთან.

ეს ნაბიჯი უდიდეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, გამოიწვევს სუს-ის ძალაუფლების შემდგომ ზრდას და ძალაუფლების ჭარბ მონოპოლიზებას ერთ ინსტიტუტში, რაც არის ავტოკრატიული სახელმწიფოების ხელწერა

ამავე დროს, ხსენებული ცვლილება გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის ეფექტიანობის კლებას და დაასუსტებს დაზვერვის სამსახურის შესაძლებლობებს გაუმკლავდეს უმძიმეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია

ქართული ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, თვითმარქვია მთავრობა მიზანმიმართულად აგრძელებს ქართული ეროვნული ინსტიტუტების სპობას და გამორჩეულად ემტერება იმ ინსტიტუტებს, სადაც დასავლურ სააგენტოებთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გამოცდილებაა

მინდა ქართული დაზვერვის ყველა იმ ოფიცერს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა და ეროვნული უსაფრთხოება, გამოვუხატო თანადგომა”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
შემდეგი სტატიაგვარამია:როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით?