20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: ბურთი ახლა “ქართული ოცნების” მოედანზეა, ამერიკამ პირობები დაუსვა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას.გეგელიას განცხადებით, რუბიოს გზავნილმა ნათელი გახადა ის მოთხოვნები, რომლებსაც ამერიკული მხარე “ოცნების” ხელისუფლებას უყენებს და რომელთა შესრულების გარეშე აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხდება. გეგელიას განცხადებით, ბურთი ახლა „ქართული ოცნების“ მოედანზეა და სწორედ მან უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

“რუბიოს განცხადებამ სრული სიზუსტით, ყველა დეტალის გახსნით, სიცხადე მოჰფინა მანამდე გაკეთებულ აშშ-ს საელჩოს განცხადებას და ამერიკული დელეგაციების მიერ, ქართული ხელისუფლებისთვის ნათქვამ კონკრეტულ მოთხოვნებს!

ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რასაც “ძლიერი საქართველო” ამბობს სისტემატიურად ბოლო თვეების განმავლოანში – არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება რეჟიმის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გარეშე  ამერიკა რეჟიმს აძლევს დადებითი ურატიერთობების შანსს, მაგრან ამ შესაშლებლობას გააჩნია კონკრეტული ფასი
რუბიოს და ამერიკული მხარის  წინადადებეი არის მარტივად გასაგები და ნათელი: პირადად მე და “ლელოს” გუნდმა საზოგადოებას არაერთხელ გავაცანით ის, თუ რა არის ეს ფასი: ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუა დერეფნის და ანაკლიის პორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან რევერანსების შეწყვეტა, ადექვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტაბილური, ფუნქციონირებადი  პოლიტიკური ინსტიტუტების საარსებოდ,  რომელშიც მონაწილეობას შეძლებს თავისუფალი აეჩევნების შედეგას გამორჩეული დემოკრატიული ოპოზიციური ჯგუფები
ეს არის ის მკაფიო ნუსხა საკითხებისა, რომელზე მოქმედების გარეშეც არ მოხდება არავითარი სტაბილიზაცია.   ბურთი არის ქოცების მოედანზე, მაგრამ ქოცები არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართვლოს ეროვნულ ინტერესს.  სამწუხაროდ პროპაგანდა, პრემიერად წოდებული კობახიძე და რიგი ოპოზიციონერები უაზროდ ავითარებენ სიების აღდგენის თეორიას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-ს რეალური მოთხოვნების გადასაფარად სჭირდება!!! თუმცა აშშ-ს მოთხოვნებს ვერ გადაფარავენ პრიმიტიული პროპაგანდით   – არჩევნები! პოლიტპატიმრების გათავისუფლება! ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა! შუა დერეფნის და ანაკლიის პორტის განვითარება! ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება! ირანთან მეგობრობის შეწყვეტა! ადექვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა! – ეს არის გამოსავალი – სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკაა!!! გემს მიხედეთ ბატონებო, გემს!” – განაცხადა გეგელიამ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განხადებით, იმედოვნებენ, რომ იხილავენ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. მარკო რუბიოს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-სგან პასუხი მიიღეს. რუბიო იმედოვნებს, რომ საქართველოსგან ქცევის შეცვლასაც იხილავენ.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში პატრიარქის მიერ 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
შემდეგი სტატიაბესელია: ფრაქციის თავმჯდომარე რომ იყო მდინარაძე, შეეშალა, შეცდომით გამომიგზავნა ჩემს წინააღმდეგ მომზადებული რაღაც საშინელი მესიჯი