გრიგოლ გეგელია – ბროუსელში “ლელოსა” და ყველა პრო-ევროპელი ქართველის სახელით, საქართველოს ყველა პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავეცი რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობა

გრიგოლ გეგელია – ბროუსელში “ლელოსა” და ყველა პრო-ევროპელი ქართველის სახელით, საქართველოს ყველა პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავეცი რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობა

“ლელოს” საგარეო მდივანი ევროპარლამენტარებს ანდრიუს კუბილიუსს (ევროპის სახალხო პარტია), მარკეტა გრეგოროვას (“მწვანეები”) და პეტრას აუსტრევიჩიუსს (“Renew Europe”) შეხვდა.

შეხვედრებისას განიხილეს საქართველოს შანსები და პერსპექტივები ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ისევე როგორც მიშელის შეთანხმების რეფორმების გატარების აუცილებლობა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმები.

გეგელიას თქმით, “ევროპულ პარლამენტში არის სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ერი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობას, თუმცა ამავე დროს არის მკაფიოდ ჩამოყალიბებილი ხედვა, რომ ამ გზაზე ვებერთელა წინაღობას წარმოადგენს ოლიგარქი ივანიშვილი და მისი რეჟიმი. არჩევანი მარტივია, ამ რეფორმა და დეოლიგარქოზაცია, ან – ევროპული კავშირის წევრობის შესაძლებლობა.”

“ლელოსა” და ყველა პრო-ევროპელი ქართველის სახელით, საქართველოს ყველა ძირითად პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავეცი და გადავცემ მთავარ გზავნილს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობა”, აცხადებს გრიგოლ გეგელია.

banner
წინა სტატიაშიგეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში – აქუბარდია
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარებმა რა იციან აქ რა ხდება… რით ამტკიცებთ, რომ ბიძინა ოლიგარქია – გორის საკრებულოს თავმჯდომარე