21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: 4 ოქტომბრის ჭრილში ახალი გეგმის შეთავაზებას არ ვაპირებთ — ჯერ გაიაზრონ, რა მოხდა

„ლელო“ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ახალი გეგმის წარდგენას არ აპირებს — ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ალტერნატიული გზა კოლეგებს ჯერ კიდევ მოვლენების განვითარებამდე შესთავაზეს, თუმცა მათ „სუს-ის სპეცოპერაციაში მონაწილეობა“ არჩიეს.

„ჩვენ ახალი გეგმა კი არა, იმის გააზრება გვჭირდება, 4 ოქტომბერს რა მოხდა. ჩვენ ვთავაზობდით კოლეგებს და ქართულ საზოგადოებას ალტერნატიული ქმედების გეგმას, იმავე 4 ოქტომბერს და ახალი გეგმის შეთავაზებას ამ ჭრილში არ ვაპირებთ. ჩვენ უკვე შევთავაზეთ, როცა ეს ავბედითი მოვლენები განვითარდა ალტერნატიული ქმედების გეგმა ბატონ პაატასაც და სხვა კოლეგებსაც საჯაროდ,  ღიად საქართველოს ვუთხარით, რომ ეს იყო დღე როცა ყველა მსხვილ ქალაქში უნდა დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“. ეს იყო სრულიად შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი სუს-ის სპეცოპერაციებში მონაწილეობის ნაცვლად, რაციონალურ, პოლიტიკურ გზას დაადგებოდნენ, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. ამის შედეგები ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, საპირისპირო კითხვების დასმის ნაცვლად მოდი ყველამ გაიაზროს, ვის რა შეგვეშალა. მე არავის დადანაშაულება არ მინდა ცალკეულად, მაგრამ  არც იმას არ ვაპირებ, რომ ვინმეს მსგავს კითხვებს ვუპასუხო“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

banner
წინა სტატიაშიმატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა