გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა.

ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.

ბესელია ლიტვის მიერ სანქცირებული მაღალჩინოსანია.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ბესელია 28 აპრილს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა.

“მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისთვის გარტყმულ სილას, ისეთი ხმა ჰქონდა, რომ “მაგ ფაქტის შემდეგ აქცია დაიშალა”-ამბობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის პროცესზე გამოკითხვისას.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: რუსეთს უკრაინის მხოლოდ ნაწილი არ სურს, მას მთელი უკრაინა სურს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: რუსები უკვე ისე იქცევიან როგორც საკუთარ ქვეყანაში