საქართველოში რუსულენოვანი სასულიერო პირების გამოჩენა სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმ სასულიერო წრეებს, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისა და საქართველოს პატრიარქის ტიტულის სრულად მოხსენიების საკითხზე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გრიგილ კაცია რუს სასულიერო პირთან ერთად სუფრასთან იმყოფება. თავად ვიდეო რაიმე დარღვევას ან კონკრეტულ კავშირს არ ადასტურებს, თუმცა საზოგადოებას კითხვების დასმის უფლება ნამდვილად აქვს.
როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ურთიერთობები არსებობს რუს სასულიერო პირებსა და საქართველოში მოქმედ სასულიერო წრეებს შორის?
სად გადის ზღვარი რელიგიურ ურთიერთობებსა და იმ შესაძლო გავლენას შორის, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას?
ეკლესია მხოლოდ ტაძარი და ლოცვა არ არის ის ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა შინაარსს ატარებს მსგავსი ურთიერთობები და რამდენად შეესაბამება ისინი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის პრინციპს.


















