11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან მოცფელდი აცხადებს, რომ გრენლანდია მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მოცფელდტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამერიკის საკუთრება გახდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება“, – განაცხადა მოცფელდტმა.

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და გრენლანდიას სჭირდებათ, დაუბრუნდნენ „ნორმალიზებულ ურთიერთობას, რომელიც ადრე არსებობდა“.

ვივიან მოცფელდის თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესებშია ბალანსის პოვნა.

„ჩვენ ვართ მოკავშირეები, ჩვენ ვართ მეგობრები“, – აღნიშნა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრაზე მხარეები გრენლანდიის საკითხზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიმუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვის მცდელობა კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატია“საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას” – მაკრონი