გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გრენლანდიასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატები ვერ მიიღებს გრენლანდიას“.
„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: შეერთებული შტატები ვერ მიიღებს გრენლანდიას. ჩვენ არ ვეკუთვნით სხვა ვინმეს. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს“, – აცხადებს გრენლანდიის პრემიერი.