17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება კვლავ სურს

“აშშ-ს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება კვლავ სურს”,- ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

გრენლანდიისა და მისი მოსახლეობის მიმართ აშშ-ის შეხედულება არ შეცვლილა: გრენლანდია უნდა იყოს დაკავშირებული აშშ-თან და იქიდან იმართებოდეს“, – განაცხადა ნილსენმა.

მისი თქმით, აშშ აგრძელებს გზების ძიებას გრენლანდიის დასაკუთრებისთვის და კონტროლისთვის.

„ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ მუდმივ გაურკვევლობაში იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება, მოხდეს ხვალ. გვინდა ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ: ეს მიუღებელია“, – თქვა ნილსენმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ქვეყნები არ დაიცავენ საერთაშორისო სამართალსა და წესებს, მაშინ დიდი სახელმწიფოები მსოფლიოს დაყოფის რისკებს ქმნიან, სადაც თავისუფლება და თვითგამორკვევის უფლება აღარ იარსებებს.

banner
წინა სტატიაშიდაღუპულია სამი ადამიანი – ძლიერი ყინვა ლიეტუვაში
შემდეგი სტატია“არც თვითონ არის ჩერჩილი და რატომ არ ვართ კემბრიჯი და ჰარვარდი?!” – ლიკა ღლონტი პრემიერს პასუხობს